ჯვარი

ჯვარი

Saturday, February 13, 2016


წმიდა ნინოს ჯვარი


წმიდა ნინოს ჯვარი საქართველოს უდიდესი სიწმინდე და საგანძურია. იგი ვაზის ლერწებისგან არის გაკეთებული. გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა იგი წმიდა ნინოს საქართველოში წარმოგზავნამდე გადასცა. 
წმიდა მოციქულთასწორი ნინო ვაზის ჯვრით შემობრძანდა საქართველოში. წმიდანის გარდაცვალების შემდეგ ჯვარი, 458 წლამდე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ინახებოდა. წარმართთა შემოტევების დროს იგი გადააბრძანეს ტარონის ოლქში (სომხეთი). დაახლოებით, რვაასი წლის განმავლობაში ვაზის ჯვარს სომხეთის სხვადასხვა ქალაქსა და ციხე-სიმაგრეებში მალავდნენ.
მე-13 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დედოფალმა რუსუდანმა თხოვნით მიმართა ქალაქ ანის დამპყრობელ მონღოლ მხედართმთავარ ჩარმაღანს, რომ ანში დაბრძანებული წმიდა ნინოს ჯვარი საქართველოსთვის დაებრუნებინა. ჩარმაღანმა დააკმაყოფილა დედოფლის თხოვნა და ვაზის ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარს დაუბრუნდა.
საფრთხის დროს წმიდა ჯვარი არაერთხელ გადაუბრძანებიათ ყაზბეგის მთაზე აგებულ ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში, ან ანანურის ციხე-სიმაგრეში.
ამჟამად, წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი თბილისში, სიონის ტაძარშია დაბრძანებული.





ბოლნისის ჯვარი

ბოლნისის სიონის ქართული წარწერა

 ბოლნისის ჯვარი - ეს არის ჯვრის სახეობა, რომელიც მე-5 საუკუნიდან ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.










წმიდა ანდრია პირველწოდებულის ჯვარი

ჯვარი, რომელზეც აწამეს წმიდა ანდრია პირველწოდებული, გადმოცემით  X“ ფორმის  იყო.









 მახარებელთა ჯვარი

ეს ჯვარი სიმბოლურად გამოსახავს წმიდა მოციქულებს მათე, მარკოზ, ლუკას და იოანე მახარებლებს.








მთავარანგელოზთა ჯვარი

მთავარანგელოზთა ჯვარი (გოლგოთას ჯვარი) განსაკუთრებულად აღინიშნებოდა და სიმბოლურად გამოხატავდა მთავარანგელოზებს - ქრისტიან მორწმუნეთა მფარველ უმაღლეს ღვთიურ არსებებს.

No comments:

Post a Comment